2023 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა, რომელთა რაოდენობა საქართველოში მიმდინარე მდგომარეობით 18-ია, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 190,9 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს მილიარდ 314,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს.
აღნიშნულ მონაცემებს თუ გასული წლის 9 თვეს შევადარებთ, შემდეგი სურათია, 2022 წელს პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პრემია 704.5 მილიონი ლარი იყო, აქ ზრდა 113.5 მილიონი ლარია. სადაზღვევო მოგება გასულ წელს 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 34,9 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება, კერძოდ 33.7 მილიონი ლარი და წმინდა მოგების ნაწილში 28.6 მილიონი ლარი.
ტრადიციულად ყველაზე მეტი პრემია კომპანიებმა სამედიცინო დაზღვევის სახეობებიდან მოიზიდეს, 353,9 მლნ. ლარის ოდენობით, შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, 153,4 მლნ. ლარი და ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, რომლის მოცულობაც 96,4 მლნ. ლარია.
როგორ ფასდება წელი სექტორის მიერ?
სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელი;