მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ ₾1 მილიარდს გადააჭარბა

სადაზღვევო სექტორი

2023 წლის საპროგნოზო მონაცემებით, რომელიც გასული წლის 11 თვის შედეგებს ეყრდნობა, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა და 1,050 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 15%–ით მეტია. როგორც ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ზრდა განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით.

გასული წლის 11 თვის სტატისტიკით, ანაზღაურებული ზარალები 630 მლნ ლარს შეადგენს და 27%–ითაა გაზრდილი. ნეტო ანაზღაურებულმა ზარალმა კი 445 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 20%-ით მეტია.

კომპანიების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 250 მლნ ლარი და გაზრდილია 19%–ით. წმინდა მოგება მიმდინარე წლის მონაცემებით, შეადგენს 70 მლნ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 79%-ით.

"წმინდა მოგების მნიშვნელოვანი ზრდა, განპირობებულია სადაზღვევო მოგების მნიშვნელოვანი ზრდით, საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და უცხოური ვალუტის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით“, - აღნიშნულია სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვაში.

აღსანიშნია, რომ 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენს 1 310 მლნ. ლარს, რაც 18%–ით მეტია წინა წლის ამავე თარიღის მონაცემთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 11%–ით და შეადგენს 380 მლნ. ლარს.

ცნობისთვის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები