2024 წლის პირველ ნახევარში, სადაზღვევო კომპანიებმა 415 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურეს. პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ანაზღაურებული ზარალის ოდენობა წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვის მიხედვით, 6 თვეში, კომპანიების მიხედვით ყველაზე მეტი, 112 მილიონი ლარი "ბაზისბანკის ჰოლდინგის" შვილობილმა სს "ბბ დაზღვევამ" აანაზღაურა, მეორე და მესამე პოზიციებზე კი "ჯიპიაი" და "თიბისი დაზღვევა" არიან 57 და 44 მილიონი ლარით.
ცნობისთვის, 30 ივნისის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია. 6 თვის განმავლობაში მათ 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. კომპანიებმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.