მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორს მოზიდული პრემიის პორტფელი გაეზარდა - კომპანიების რეიტინგი

643419a42b6b4
ნინო ტაბატაძე
10.04.23 18:34
702
სადაზღვევო სექტორმა 2022 წელი 39,2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა.

18 სადაზღვევო კომპანიის კონსოლიდირებული მონაცემებით ირკვევა, რომ  2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდას აჩვენებს.  სადაზღვევო პრემია არის თანხა, რომელსაც დაზღვეული იხდის დაზღვევის სანაცვლოდ. 

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება 210,3 მილიონი ლარი იყო. სადაზღვევო მოგება 38 მილიონით გაიზარდა, წმინდა მოგება კი, 40 მილიონიდან 39.2 მლნ ლარამდე შემცირდა.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1.105 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანიების რეიტინგი მოზიდული პრემიით

1. ჯიპიაი ჰოლდინგი - 165 მლნ ლარი
2. თიბისი დაზღვევა - 153 მლნ ლარი
3. ალდაგი - 137 მლნ ლარი
4. არდი - 85 მლნ ლარი
5. იმედი L – 82 მლნ ლარი
6. ირაო - 61 მლნ ლარი
7. უნისონი - 56 მლნ ლარი
8. პსპ - 33 მლნ ლარი
9. ალფა - 21 მლნ ლარი
10. ბენეფიტი - 20 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები