მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადეზინფექციო ხსნარები, რითაც ქუჩები ირეცხება, ჯანმრთელობისთვის საშიში არაა - მინისტრი

5e9449c798c22
ინგა მურუსიძე
13.04.20 15:18
933
სადეზინფექციო ხსნარები, რომლითაც ქუჩები ირეცხება, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მედიამ ტიკარაძეს მიაწოდა მოქალაქეების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ქალაქების ქუჩებში ძალიან ბევრ სადეზინფექციო ხსნარს იყენებენ და აინტერესებთ, არის თუ არა აღნიშნული ხსნარები უსაფრთხო.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა. ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ობიექტების მორეცხვა. მე არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს არ შეიცავს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები