მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოეწყობა - მერია

63870e06a23df
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.22 12:04
1231
დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს.

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ამჯერად, მინდა, გაცნობოთ, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა სადისტრიბუციო ავტომანქანები გაჩერებული ჰყავთ და აფერხებენ სხვა ავტომანქანების გადაადგილებას. კონკრეტული სივრცეების გამოყოფით ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები