მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის თბილისში გადაადგილების წესი იცვლება

პირველი იანვრიდან თბილისის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა კანონს მხარი უკვე დაუჭირა. მერის თქმით, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კერძო სექტორის თხოვნები გათვალისწინებულია და შეზღუდვები ბიზნესს არ დააზარალებს. კანონის მიხედვით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. რეგულაცია სხვა სექტორებთან ერთად, არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში,თუმცა სექტემბრამდე.

სტუმარი: ლაშა რიჟამაძე - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები