მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საელჩო პოლონეთიდან მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებაზე 550 000 ლარს დახარჯავს

5eccdb97acc08
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.20 14:20
976
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა გასცა პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გაგზავნილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო, მოქალაქეთა ქვეყანაში დაბრუნებისთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითვალისწინებდა. მის ფარგლებში საელჩოს 550,000 ლარის დახარჯვის უფლება მიეცა.

“საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებთან დაკავშირებით სპეციალური ოპერატიული გეგმის“ მე-4 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებისამებრ საქართველოში ტრანსპორტირების ხელშეწყობას და ამ მიზნით ანაზღაურებენ შესაბამის, მათ შორის ტრანსპორტირებამდე წარმოშობილ, მოქალაქეთა ხელშეწყობის/მხარდაჭერის განხორციელების ხარჯებს. ზემოხსენებულის ორგანიზება და განხორციელება დაკავშირებულია ჩვენ მიერ სხვადასხვა სახის აუცილებელი ხარჯის გაწევასთან, იქნება ეს საზღვარგარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი, უსახსროდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკვებით, მედიკამენტებით, საცხოვრებლით, ტრანსპორტით თუ სხვა მომსახურებით უზრუნველყოფა. ხარჯების უმეტესი ნაწილი გასაწევი იქნება მოქალაქეთა საცხოვრებილით, საკვებით და ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია პოლონეთში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის წერილში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები