მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საემიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოადგილე ლაშა დარასელია, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პარსელს შეხვდა.შეხვედრა საგარეო უწყებაში გუშინ გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერებას ეხება.

„შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.

კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები”,- წერს უწყება.

2025 წლის 14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. სიაშია საქართველო; სომხეთი და აზერბაიჯანიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები