მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საექსპორტო ღვინის 69%-ზე მეტი რუსეთში იყიდება

6418760eb9482
ნინო ტაბატაძე
21.03.23 10:00
1019
ქართული ღვინის რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება.

"საქსტატის" იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში 60.4% იყო. გაუარესებულია ექსპორტის მაჩვენებლები ევროკავშირის ბაზარზეც. თუ 2022 წლის ორ თვეში EU-ში 4.998 მლნ დოლარის ღვინო იყო გატანილი, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.814 მლნ დოლარამდე შემცირდა. კლებაა პოლონეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც.

ღვინის საექსპორტო ბაზრები / 2023 წლის იანვარ-თებერვალი

1. რუსეთი - 23.88 მლნ დოლარი
2. უკრაინა - 1.75 მლნ დოლარი
3. პოლონეთი - 1.72 მლნ დოლარი
4. ჩინეთი - 1.72 მლნ დოლარი
5. ყაზახეთი - 1.164 მლნ დოლარი
6. აშშ - 0.798 მლნ დოლარი
7. გერმანია - 0.653 მლნ დოლარი
8. ლატვია - 0.570 მლნ დოლარი
9. ბელარუსი - 0.387 მლნ დოლარი
10. გაერთიანებული სამეფო -0.333 მლნ დოლარი

„საქსტატის“ მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 34.5 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები