მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე კონსერვატიული პორტფელის 20%-ზე მეტის განთავსება შეგვიძლია - საპენსიო სააგენტო

დოლარი ევრო

ახალი მანდატის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს უფლება აქვს უცხოურ ვალუტაში და საერთაშორისო ბაზრებზე კონსერვატიული ანუ დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 20%-ზე მეტი განათავსოს.

როგორც BMG-ის საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოადგილემ განუცხადა, კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ჩნდება შესაძლებლობა, რომ კონსერვატიული პორტფელის 100% ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებში განთავსდეს.

ლევან ვერძეულის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საპენსიო სააგენტო სავალუტო რისკებს დააზღვევს, მას უფლება ექნება უცხოური კაპიტალის ბაზარზე უფრო მეტი მოცულობის თანხები ჩადოს.

„აქამდე არსებული კანონმდებლობით მკაცრად იყო გაწერილი, რომ კონსერვატიულ პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების წილი 20%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ახალმა მანდატმა კი გააჩინა შესაძლებლობა, რომ კონსერვატიული პორტფელის 100% განთავსდეს ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში, რაც ჩვენთვის ხსნის გზას, რომ უცხოეთის ბაზრებზე უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილები. კერძოდ, შემოვიდა ჰეჯირების კონცეფცია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მაგალითად, პორტფელის 30%-ით ვიყიდოთ უცხოური ვალუტა, აქედან 10%-ის სავალუტო რისკები ადგილობრივ ბაზარზე დავაზღვიოთ და შემდეგ მთლიანად განვათავსოთ ეს თანხა გლობალური კაპიტალის ბაზარზე. სწორედ ახლა ვსწავლობთ ამ შესაძლებლობებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ კონსერვატიული პორტფელი მეტად დივერსიფიცირებულ იყოს“, - განაცხადა ლევან ვერძეულმა.

2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მთლიანი ზომა 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს. მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული.

დაბალანსებული ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა ჯერჯერობით მხოლოდ 25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკური პორტფელის მოცულობა ამ დროისთვის 21 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები