მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ფორუმი ბაქოში: მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომები ეკონომიკური და ინდუსტრიული ტრანსფორმაციისთვის

კონფერენცია ბაქო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11 ივნისს საერთაშორისო კონფერენცია „Technovation by PMI“ გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიების მთავარი თემა იყო მეცნიერების, ინოვაციებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეგულირების როლი ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარების პროცესში.

ფორუმი „Technovation by PMI“-ის საერთაშორისო სესიების ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და საჯარო პოლიტიკას შორის დიალოგის გაღრმავებას. 2026 წელს კონფერენცია უკვე გაიმართა აშშ-სა და შვედეთში, ხოლო ბაქო ამ გლობალური დისკუსიის მორიგი მასპინძელი გახდა.

ღონისძიება აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Azerbaijan) თანაორგანიზებით ჩატარდა და 150-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ეკონომიკური დივერსიფიკაციის, ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების ახალ სტრატეგიებს ეძებს.

პირველი პანელური დისკუსია აზერბაიჯანის და კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ინოვაციებმა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ და კერძო სექტორის განვითარებამ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის პროცესში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელნურ სოლთანოვი, ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი ვალეჰ ალასკაროვი და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრის (C4IR Azerbaijan) აღმასრულებელი დირექტორი ფარიზ ჯაფაროვი.

მეორე პანელი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივებს დაეთმო და მის ფარგლებში კორპორაციულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ საერთაშორისო კომპანიები მეცნიერებას, კვლევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ბიზნეს-მოდელების განახლებისა და ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ბიზნესი დგას.

დისკუსიების ერთ-ერთი მიმართულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ინოვაციებისა და ზიანის შემცირების პოლიტიკა იყო. ამ ნაწილში PMI-ის სამეცნიერო ჩართულობის დირექტორმა ტომოკო იიდამ ისაუბრა რეგულირების პროცესში სამეცნიერო მტკიცებულებების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საჯარო პოლიტიკის ფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს კვლევებსა და რეალურ მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანის გამოცდილებით წლების განმავლობაში დაგროვდა.

მხოლოდ მეცნიერებას არ შეუძლია ისეთი კომპლექსური სოციალური გამოწვევის გადაჭრა, როგორიც მოწევაა. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება, პოლიტიკა და რეგულაცია თანხვედრაში მუშაობდეს, რათა ინოვაციამ მოსახლეობამდე მიაღწიოს“, – აღნიშნა იიდამ.

მისი განცხადებით, თუ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ზიანის შემცირების მიდგომებს არ გაითვალისწინებს, ბევრი მწეველი სიგარეტის მოხმარებას გააგრძელებს. აღინიშნა სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მაგალითები, რომელთა მიხედვითაც,

სიგარეტის მოხმარების ჩანაცვლებას შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე ფინანსური ტვირთის შემცირებაც. რესპოდენტმა ამის მაგალითად იაპონია დაასახელა, სადაც ჯანდაცვის ეკონომიკური კვლევის მიხედვით, სიგარეტის ჩანაცვლების კვალდაკვალ, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების სამედიცინო ხარჯებიდან დაიზოგა სამი მილიარდი აშშ დოლარი.

მეორეს მხრივ, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც, როგორიც ახალგაზრდების დაცვა და პრევენციაა. ამ მხრივ უკომპრომისო პრიორიტეტად მკაცრი რეგულაცია და მისი ეფექტიანი აღსრულება დასახელდა, რათა არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტები. აქცენტი გაკეთდა ამ კუთხით თავად ბიზნესების პასუხისმგებლობაზეც - მომხმარებლის ასაკის გადამოწმების, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლიანი კომერციული პრაქტიკის ნაწილში.

კონფერენციის მონაწილეები თანხმდებოდნენ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და ინოვაციები მხოლოდ მაშინ ქმნის გრძელვადიან ღირებულებას, როდესაც მათ შესაბამისი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობა ახლავს.

AmCham Azerbaijan-ის პრეზიდენტის, დაიანათ სადულაევის განცხადებით, მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მისი შეფასებით, ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელი სულ უფრო მეტად ეფუძნება ცოდნას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით მუშაობენ.

ფორუმის ორგანიზატორების შეფასებით, „Technovation by PMI“ სწორედ იმ ფართო საერთაშორისო დისკუსიის ნაწილია, რომელიც მეცნიერების, ინოვაციების, რეგულირების და ეკონომიკური განვითარების ურთიერთკავშირს ეხება. ბაქოში გამართული შეხვედრის მთავარი გზავნილიც ის იყო, რომ თანამედროვე ეკონომიკური ტრანსფორმაცია სულ უფრო მეტად დამოკიდებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე, ტექნოლოგიურ პროგრესსა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები