მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამოფენა - MEWA INDIA 2025 - ანა ქევხიშვილი ქალების ნარატივში

11 და 14 თებერვალს, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საერთაშორისო გამოფენა - MEWA INDIA 2025 გაიმართა. ეს ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, B2B გამოფენაა, რომელიც ძირითადად თხილეულისა და ჩირეულის სექტორს აერთიანებს, ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 50 ქვეყანას შორის იყო საქართველოც. MEWA INDIA 2025-ზე ჯამში 7 ქართული კომპანია წარსდგა. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით კი გამოფენაში მონაწილეობდა - კომპანია ანიგოზი. აქვე გეტყვით, რომ ანიგოზი კაკლის გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ნედლეულის ხარისხიანი გადამუშავებისა და მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად, წარმატებით ახორციელებს ქართული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის ექსპორტს გალფისა და ევროკავშირის ქვეყნებში.

სტუმარი: ანა ქევხიშვილი - “ანიგოზის” თანადამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები