საერთაშორისო გამოფენაში Hospitality Qatar 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 23 იანვრის 12:00 საათიდან 6 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით. გამოფენა 12 – 14 ოქტომბერს, დოჰაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცისა და ღორის ხორცპროდუქტების) მწარმოებელი კომპანიები.
სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 150 კომპანია 11 ქვეყნიდან. გამოფენას 12,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.
ამასთან, განაცხადების მიღება მიმდინარეობს Anuga Select India 2026-ში მონაწილეობის მისაღებად. გამოფენა ტარდება 2026 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, მუმბაიში.
ცნობისთვის, გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 380-ზე მეტი კომპანია 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ვიზიტორების რაოდენობამ კი 21,000-ს გადააჭარბა. განაცხადები მიიღება 2026 წლის 21 იანვრის 12:00 საათიდან დაიწყო და 4 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცპროდუქტების) მწარმოებელი კომპანიები.
2026 წელს, ქართული პავილიონები 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოეწყობა




























