“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელის, ფადი ასლი შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან და დასკვნებს დამდგარი შედეგის საფუძველზე გააკეთებენ.
ბიზნესმენის შეფასებით, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქართველოს მიმართ უზარმაზარი ინტერესი გაჩნდება.
“2012 წლის შემდეგ, ინვესტორების მიმართ მთავრობა საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ის ადამიანები ინვესტირებენ, რომელთაც მთავრობასთან კავშირები აქვთ. საერთაშორისო ინვესტორები კი, არჩევნების შედეგებს ელოდებიან. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, თამაშის წესები შეიცვლება და საქართველოს მიმართ უზარმაზარი ინტერესი გაჩნდება.
თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაშინ იმავე დონეზე დავრჩებით, რომელზედაც ვიყავით, წინ არაფერი წავა. იმედი მაქვს, ხვალამდე სურათი უკეთესად გამოჩნდება და მივხვდებით, თუ სად ვართ რეალურად”, - განაცხადა “ICC საქართველოს” თავმჯდომარე ფადი ასლიმ.