მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო მედია “რუსულ კანონზე”

საქართველოს პარლამენტში განსახილველი ან უკვე განხილვაში მყოფი კანონპროექტებიდან ყველაზე მეტი ყურადღება მაინც ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით არის და მას ინტერესი არც საერთაშორისო მედიიდან აკლდება. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სტატიაში წერს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული სტილის კანონის მიღების სურვილი, ასევე ანტი LGBT პროპაგანდის ამკრძალავი ცვლილებების გატარება წარმოადგენს სიგნალს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარი გეზი რუსეთის ორბიტისკენ აიღოს. "ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც როგორც წესი თავს არიდებს საჯაროობას და მთაზე მდებარე სასახლეში ცხოვრობს, პრო-სამთავრობო აქციაში მიიღო მონაწილეობა, ჩამოვიდა მთიდან რათა კონსპირაციული, ანტი-დასავლური სიტყვა წარმოეთქვა, რომლითაც საქართველო "გლობალური ომის პარტიის" მსხვერპლად შერაცხა, ხოლო ამავე "გლობალური ომის პარტიის" აგენტებად კი სამოქალაქო და უფლებების დამცველი ორგანიზაციები,"- ნათქვამია სტატიაში. Financial Times-ის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკვე მესამე წელია რუსეთის მიმართ განსაკუთრებით საგრძნობად დამთმობი ქმედებებით გამოირჩევა, ეს ყველაფერი კი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები