მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სასტუმროთა ქსელ Wyndham Grand Residences-ს საქართველოში Aimbridge EMEA უხელმძღვანელებს

 Wyndham Grand ჰოტელ
04.07.24 20:37
512

სასტუმროთა პრესტიჟულ გლობალურ ქსელ Wyndham Hotels & Resorts-ს საქართველოში, სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Aimbridge Hospitality EMEA უხელმძღვანელებს - კომაპნიებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, Aimbridge EMEA, რომელიც გლობალური კომპანია Aimbridge Hospitality-ის საერთაშორისო მიმართულებას ხელმძღვანელობს, საქართველოში სასტუმროთა კომპლექს Wyndham Grand Residences Batumi Gonio-ს უხელმძღვანელებს, რომელიც შავი ზღვისპირეთში რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს.

მათ შორისაა: Wyndham Grand Residences Aqua Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Family Club Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Riviera Batumi Gonio.

აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია, პროექტის დასრულების თარიღად კი 2025 წლის გაზაფხული მოიაზრება. სასტუმროთა კომპლექსი საქართველოში Luxury მიმართულებას ავითარებს და პრემიუმ სეგმენტს All Inclusive და Ultra All Inclusive სერვისებს შესთავაზებს.

Wyndham Grand Residences სტუმარმასპინძლობის სექტორში გამორჩეული, მაღალი კლასისა და იდეალური დიზაინის მქონე კომპანიაა, რომელიც დამსვენებლებს პრემიუმ ხარისხის, თითოეულ ადამიანზე მორგებულ გამოცდილებას სთავაზობს, რაც Luxury დასვენების მოყვარულებისთვის კომპანიას სანდო ბრენდად აქცევს.

კომპანია Aimbridge-მა სასტუმროთა ქსელთან პირველი შეთანხმება, ტექნიკური სერვისების მიმართულებით, ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა, რის შემდეგაც საკუთარი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა, რაც რეგიონში კომპანიას ფესვების გადგმის საშუალებას აძლევს.

კომპლექსის მშენებლობა Wyndham Grand-ის ბრენდის ქვეშ დაიწყო, რომელიც Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კოლექციაში გამორჩეული ნიშაა - მსოფლიოში ამ ბრენდის მხოლოდ 78 სასტუმრო არსებობს.

“ჩვენი მთავარი ბრენდი, Wyndham Grand, რეგიონში მხოლოდ საქართველოშია წარმოდგენილი. საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში განუზომელ პოტენციალს ვხედავთ. ჩვენი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად მოღვაწოებს უკვე 10 წელია. Wyndham Grand Residences Batumi Gonio ახალი ფურცელია საქართველოს დეველოპერულ კომპანიებთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში. Wyndham Grand ყველაზე დიდი სასტუმრო კომპანიაა ევროპის კონტინენტზე”, - აცხადებს სერგეი იგოროვი, Wyndham Hotels & Resorts-ის ქსელის განვითარების დირექტორი.

ახალ პარტნიორობაზე Aimbridge EMEA-ს სამმართველოს პრეზიდენტი, დეივიდ ანდერსონიც საუბრობს და სასტუმროთა ქსელის შესახებ დამატებით დეტალებსაც გვიზიარებს.

“მოხარული ვართ, რომ ოფიციალურად ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც მმართველი კომპანია, ბათუმში. შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროსა და მთებს შორის, Wyndham Grand Residences-ის სამივე სასტუმრო ერთმანეთისგან 900 მეტრით იქნება დაშორებული და ოჯახებს, წყვილებსა თუ ინდივიდუალურ მოგზაურებს მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს.

საქართველოს ტურიზმის ბაზარზე დიდ პოტენციალს ვხედავთ, რომელიც ბოლომდე არ არის ათვისებული, თუმცა საუცხოო გარემოს ქმნის იდეალური სტუმარმასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ბათუმში Wyndham Grand Residences-ის კომპლექსის გაცოცხლებას, ისევე როგორც საქართველოში ჩვენი გუნდის ზრდას და ახალი საოფისე ჰაბის ჩამოყალიბებას”, - ამბობს დეივიდ ანდერსონი.

სასტუმროების შესახებ

Wyndham Grand Residences Aqua დამსვენებლებს ორ საძინებლიან აპარტამენტებსა და საოჯახო ტიპის ნომრებს შესთავაზებს, Wyndham Grand Residences Family Club სტუდიოსა და დუპლექსის ტიპის აპარტამენტებით იქნება დაკომპლექტებული, Wyndham Grand Residences Riviera-ში კი სამ საძინებლიან თაუნჰაუსებსა და აპარტამენტებს შეხვდებით.

სასტუმროთა ქსელი 8 სასტუმროსა და კაფე-ბარს გააერთიანებს, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და rooftop ლაუნჯით, რომლის ტერასაც შავ ზღვას გადაჰყურებს.

ამასთან, სასტუმროებში წარმოდგენილი იქნება ბიზნეს და სამუშაო სივრცეები, მათ შორის “ქოვორკინგ” სივრცე, 150 კვადრატულ მეტრიანი საკონფერენციო დარბაზი და სათათბირო ოთახი.

ბავშვიანი ოჯახებისთვის სასტუმრო აკვაპარკებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. სასტუმროებში განთავსდება ფიტნეს-დარბაზები, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო ცენტრები და, მათ შორის, იოგას ოთახიც.

სასტუმროთა კომპლექსი 90 დაწესებულებას გააერთიანებს, რაც მათ 4-სეზონურობას განაპირობებს. მთავარი ფოკუსი სასტუმროს, რეგიონში გამორჩეულ, სამედიცინო და ველნეს სერვისებზე გაკეთდება.

“Luxury სასტუმროები საქართველოში მხოლოდ ახლა ვითარდება, All Inclusive სერვისი ქვეყანაში ჯერ არ არსებობს, მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა. სწორედ ამიტომ გვეამატება, რომ ასეთი მასშტაბის პირველ სასტუმროს ბაზარს პირველები ჩვენ გავაცნობთ. Aimbridge-თან პარტნიორობა დიდი პატივია “ევროპული სოფლისთვის”. Aimbridge-ისა და Wyndham Hotel Group-თან თანამშრომლობა კი საქართველოში მსოფლიო დონის სასტუმრო სერვისების დანერგვის საშუალებას აჩენს. სწორედ ეს პარტნიორობაა მნიშვნელოვანი წერტილი საქართველოში ხარისხიანი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებაში”, - ამბობს არჩილ პართენაძე, European Village Holding-ის გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები