მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო თუ ქართული - რომელი სჯობს?

საერთაშორისო თუ ქართული - რომელი სჯობს?
24.11.23 12:49
352

თუ გაინტერესებს რა პლიუსებს გთავაზობს საერთაშორისო და ქართული კრიპტობირჟები და რომელი სჯობს შენთვის, ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს.

H1: რა როლი აქვს კრიპტობირჟას?

თუკი გადაწყვიტე, რომ კრიპტო ინდუსტრიაში ჩაერთო და კრიპტოვალუტა იყიდო, ამისათვის ყველაზე სწრაფი, კომფორტული და შენზე მაქსიმალურად მორგებული გზა კრიპტო ბირჟების გამოყენებაა.

კრიპტო ბირჟა არის ადგილი, სადაც ადამიანებს ფიატ ვალუტების დახმარებით სხვადასხვა კრიპტოვალუტის ყიდვა შეუძლიათ, როგორც პირდაპირ ბირჟისგან, ასევე სხვა, შენნაირი იუზერისგან, რომელსაც საკუთარი კრიპტო აქტივების გაყიდვა სურს.

ბირჟის დახმარებით, იქნება ის საერთაშორისო თუ ქართული პლატფორმა, შენ გყავს შუამავალი, რომელიც უსაფრთხო ყიდვა & გაყიდვის გარანტიას გაძლევს, განსხვავებით პირდაპირ ვინმესგან, შუამავლის გარეშე ყიდვისას, სადაც დიდი რისკია საერთოდ ვერ მიიღო კრიპტო, ან ჩაგერიცხოს ისეთი აქტივი, რომელიც ჩამოგერთმევა, გაგეყინება ან საერთოდ დაგებლოკება.

უსაფრთხოდ და რისკების გარეშე კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველთათვის ხელმისაწვდომია უამრავი სავაჭრო პლატფორმა, როგორც საერთაშორისო კრიპტო ბირჟები, ისე ლოკალური, ქართული კომპანიები.

ყოველ მათგანს საკუთარი უპირატესობა აქვს და ამ ბლოგში გეტყვით, რა პლიუსები აქვთ საერთაშორისო კომპანიებსა და ქართულ კრიპტო სავაჭრო პლატფორმებს და რომელი სჯობს საშენოდ.

H2: საერთაშორისო კრიპტო ბირჟები

საერთაშორისო კრიპტო ბაზარზე უამრავი სავაჭრო ბირჟაა წარმოდგენილი, რომლებიც მომხმარებელს გარდა მრავალფეროვანი კრიპტოვალუტებისა, სხვადასხვა დამატებით კრიპტო პროდუქტების ასორტიმენტსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ.

თუმცა, მათი გამოყენებაც გარკვეულ რისკებს შეიცავს და არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დიდია ესა თუ ის კრიპტო ბირჟა.

რისკების გათვალისწინებისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთ-ერთი წამყვანი კრიპტო პლატფორმა FTX.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბირჟას $8 მილიარდის გადახდა დაევალა, საპასუხოდ კი, FTX-მა ანგარიშიდან გატანები დაბლოკა და მომხმარებლებს საკუთარ აქტივებზე წვდომა შეუზღუდა. საბოლოოდ, მსოფლიოში ტოპ 3 ბირჟას შორის არსებული პლატფორმა გაკოტრდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ FTX-ის დამაარსებელმა კომპანიის სახსრები და მომხმარებლების კუთვნილი ფიატ თუ კრიპტო აქტივები პირადი, ძვირადღირებული ნივთების შესაძენად გამოიყენა.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც Bittrex-ის მაგალითი, როდესაც ლიხტენშტეინში დაფუძნებულმა Bittrex Global-მა გამოაცხადა, რომ წყვეტდნენ ყველანაირ ოპერაციებს, ხოლო 4 დეკემბრისათვის პლატფორმაზე სავაჭრო აქტივობები შეჩერდებოდა.

ეს ყოველივე გამოიწვია მარეგულირებლის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა და ა.შ.შ-ში SEC-თან სასამართლო დავამ, საბოლოოდ, ყოველივე Bittrex-ისათვის $29 მილიონის გადახდით დასრულდა.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Binance-ის გარშემოც არსებობს კითხვები. პლატფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao გადადგა. ჟაომ ა.შ.შ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან დავაში ფულის გათეთრების ბრალდება აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო. პერსონალურად CZ-მა $170 მილიონი გადაიხადა, ხოლო მისმა კომპანია Binance-მა დაახლოებით $4 მილიარდი სისხლის სამართლის ჯარიმის სანაცვლოდ გაიღო. მისი დამფუძნებლის მსგავსად, ა.შ.შ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ბაინანსსაც წარუდგინა ბრალი ფულის გათეთრებაში, არალიცენზირებული ბიზნესის წარმართვასა და ეკონომიკური უფლებამოსილების დარღვევაში, პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

H3: რა პლიუსები აქვთ საერთაშორისო კრიპტო ბირჟებს?

  • კრიპტოვალუტების დიდი არჩევანი - ისეთ ბირჟებზე, როგორიც ბაინანსია, აუცილებლად შეხვდები სასურველ კრიპტოვალუტას, რადგან გლობალური კრიპტოპლატფორმები უამრავ კრიპტოაქტივს სთავაზობენ მომხმარებელს.

  • მაღალი ლიკვიდურობა - დიდ კრიპტო ბირჟებზე ბევრი მომხმარებელი იყრის თავს, ეს ყველაფერი კი, მაღალ ლიკვიდურობას ქმნის, რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველ კრიპტოვალუტას სწრაფად და მარტივად, ლოდინის გარეშე იყიდი ან გაყიდი.

  • კრიპტო აქტივებზე კონკურენტული ფასები - საერთაშორისო კრიპტო ბირჟები ხშირად მომხმარებლებს ქოინებზე და ტოკენებზე მაქსიმალურად კარგ ფასს სთავაზობენ.

H3: რა მინუსები აქვთ საერთაშორისო კრიპტო ბირჟებს?

  • არასტაბილურობა - როგორც Binance, Bittrex და FTX-ის მაგალითზე ვნახეთ, უამრავ საერთაშორისო ბირჟას ექმნება პრობლემა მომხმარებლის კუთვნილ აქტივებთან დაკავშირებით, რაც ბაზარს არასტაბილურს ხდის.

  • განსხვავებული იურისდიქცია - თუკი თრეიდერს რაიმე პრობლემა შეექმნა საკუთარ კრიპტოვალუტებთან ან გადარიცხვებთან დაკავშირებით და სამართლებრივი დავა გახდა საჭირო, საერთაშორისო ბირჟების განსხვავებულ იურისდიქციაში ყოფნის გამო პროცესი ძვირი და ძალიან რთული ხდება.

H2: ქართული კრიპტო ბირჟები

საერთაშორისო პლატფორმების განვითარებასთან ერთად, კრიპტო ინდუსტრია საქართველოშიც აქტიურად ვითარდება და ბაზარზე რამდენიმე ქართული კრიპტო ბირჟაც გვხვდება.

ქართულ სავაჭრო პლატფორმებს საერთაშორისო ბირჟებთან შედარებით რამდენიმე დიდი პლუსი აქვთ, განსაკუთრებით კი ქართველი და ადგილობრივი მომხმარებლებისათვის.

ქართულ ბირჟებს შორის გამორჩეულია კრიპტალი, რომელიც კრიპტო თრეიდერებსა და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს მარტივ პლატფორმას, კრიპტოვალუტების საგრძნობ არჩევანსა და ბაზარზე ყველაზე დაბალ საკომისიოებს სთავაზობს.

H3: რა პლიუსები აქვთ ქართულ კრიპტო ბირჟებს?

  • სიმარტივე - განსხვავებით საერთაშორისო ბირჟებისაგან, ქართული პლატფორმები მომხმარებლებისათვის, განსაკუთრებით დამწყები თრეიდერებისათვის, ბევრად მარტივი და გასაგებია. გარდა ამისა, ბირჟები ქართულ ენაზე ფუნქციონირებენ და ეს დამატებითი პლიუსია.

  • თანხის შეტანა & გატანა - ქართული ბირჟებზე თანხის საკუთარ ანგარიშზე შეტანა და გატანა ბევრად მარტივია. კრიპტალზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან გაუსვლელად, საბანკო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით რამოდენიმე წამში შეივსოს ბალანსი და განაგრძოს თრეიდინგი.

  • ქართული იურისდიქცია - თუკი რომელიმე ქართულ კრიპტო ბირჟასთან პრობლემა შეგექმნება, შეგიძლია ადგილობრივი კანონმდებლობის დახმარებით მარტივად შეხვიდე იურიდიულ პროცედურებში.

  • ლოკაცია - საერთაშორისო ბირჟებისგან განსხვავებით, ქართულ კრიპტო პლატფორმებს მთავარი ოფისები ადგილობრივად აქვთ და ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, თავად შეგიძლია ადგილზე პასუხისმგებელ პირებს ესტუმრო.

  • საფორთი - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილი თრეიდერი ხარ, ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეს დახმარება და სწრაფი პასუხის მიღება ოფიციალური პირებისაგან. ქართული ბირჟები კი, ბევრად მოხერხებულები არიან ამ მხრივ და დახმარებას ქართულ ენაზე გთავაზობენ.

H2: სად სჯობს აქტივების შენახვა - ქართული თუ საერთაშორისო ბირჟები?

თუ საკუთარ თავზე აიღებ შენი აქტივების მოვლას, სჯობს კრიპტოვალუტები Self-Custody საფულეში შეინახო, სადაც თავად ინახავ Private Key-ს და სრულად აკონტროლებ შენს კრიპტოვალუტებს.

მნიშვნელოვანია, რომ იცოდე Self-Custody მოწყობილობებთან და ციფრულ საფულეებთან ურთიერთობა, გესმოდეს რა რისკებს შეიცავს ერთი შეცდომის დაშვება.

სხვა შემთხვევაში კი გახსოვდეს, სხვადასხვა კრიპტოვალუტებისა და Fiat ვალუტების ერთმანეთში გადაცვლის გარდა, კრიპტო ბირჟას დამატებით შენი კრიპტო აქტივების განკარგვისა და შენახვის ფუნქციონალიც აქვთ.

თუ გადაწყვეტ, რომ ფული ბირჟაზე შეინახო უკეთესი ვარიანტი ქართული პლატფორმებია, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურ ლოკაციაზე მისვლა და უკიდურეს შემთხვევაში, ქართული იურისდიქციით სარგებლობა.

ქართულ ბირჟებს შორის, შენი კრიპტოვალუტების შესანახად საუკეთესო ვარიანტი კრიპტალია, ვინაიდან არ გერიცხება დამატებითი გადასახადი ციფრული საფულის ფუნქციონირებისთვის, რამდენი ხნითაც არ უნდა განათავსო ისინი შენს საფულეში და დამატებით, ნებისმიერ დროს შეგიძლია ლაივ რეჟიმში ადევნო თვალი შენს ქოინებს, როგორც სმარტფონიდან, ისე სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან.

გარდა ამისა, კრიპტალზე დამატებითი უსაფრთხოების სისტემები არსებობს, როგორც ანგარიშში ავტორიზაციისას, ისე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელების დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები