სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა EMITT 2025-ზე მონაწილეობა საქართველოდან 10-მდე კომპანია მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ.
"EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან, ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი. სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.