მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო პრიორიტეტები აფხაზ და სამხრეთოსელ მოკავშირეებთან უცვლელი რჩება - ზახაროვა

ზახაროვა

"რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი, როგორც კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, მზად არის, პროცესს როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში ხელი შეუწყოს.

"ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოსელ მოკავშირეებთან, უცვლელი რჩება, ეს არის თბილისისგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება, ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე, ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება", - განაცხადა ზახაროვამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები