ქანიე ვესტის თბილისში დაგეგმილი კონცერტის საფასო კატეგორიები ცნობილია.
Starring Georgia-ს ინფორმაციით, დინამო არენაზე 12 ივნისს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყება და 1600 ლარამდე მერყეობს.

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 11 მაისს, 12:00 საათიდან, მხოლოდ თიბისი ბარათების მფლობელებისთვის. ხოლო ძირითადი გაყიდვა დაიწყება 12 მაისს, 12:00 საათიდან, ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის. ორივე დღეს, თიბისი ბარათებით შეძენისას, ყველა კატეგორიის ბილეთზე იმოქმედებს -25%.




























