მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც "რუსულ კანონზე" პოზიცია დააფიქსირეს

სს

ქართულმა რამდენიმე საფეხბურთო კლუბმა, "რუსული კანონის" კვლავ დაბრუნებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

ეს საფეხბურთო კლუბებია:

  • FC Dinamo Tbilisi
  • FC Locomotive Tbilisi
  • "სკ ჯვარი"
  • Football Club Zestafoni

FC Dinamo Tbilisi-მა დაწერა, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს: "ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია", - წერს კლუბი.

FC Locomotive Tbilisi-მა და "სკ ჯვარმა" დაწერეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

Football Club Zestafoni-მა კი დაწერა, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია.

საქართველო-ევროკავშირის დროშები გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და პოლონური „პოდბეძისკიესნახევარმწრთვნელმა გიორგი მერებაშვილმაც, რითაც ევროპული მომავლის მხარდაჭერა დააფიქსირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები