მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფეხბურთო კლუბი “ევერტონი” გაიყიდა, ახალი მფლობელი - 777 Partners-ია

ევერტონი

ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული საფეხბურთო კლუბი, ლივერპულის “ევერტონი” გაიყიდა.

ამ დრომდე, კომპანიის 94.1%-იან წილს ბრიტანელ-ირანელი ბიზნესმენი, ფარად მოშირი ფლობდა, მაგრამ ამიერიდან, კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ამერიკული კერძო კაპიტალის კომპანია, 777 Partners-ი იქნება.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ტრანზაქცია 2023 წლის მე-4 კვარტალში დაიხურება. ამასთან, შეთანხმებას მწვანე შუქი “პრემიერ ლიგამ”, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ და ფინანსურმა მარეგულირებელმა უნდა აუნთონ.

კონკრეტულად რა თანხა გადაიხადა 777 Partners-მა ინგლისური კლუბის შესაძენად, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ განცხადების თანახმად, ამერიკული კომპანიის ინვესტიცია კლუბის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას და ახალი სტადიონის აშენებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები