მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფეხბურთო კლუბი “ნეომი” - "მომავლის ქალაქი"-ს უმდიდრესი ფრენჩაიზი

საუდის არაბეთი დასავლურ ცივილიზაციასთან დადებითი ინტეგრაციისა და ურთიერთობების გასამყარებლად ყველანაირ სოციალურ გზასა და ხერხს მიმართავს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა და ევროპული საფეხბურთო კლუბების შესყიდვაა. სწორედ ამ იდეას ემსახურება 2034 წელს საუდის არაბეთში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზებაც, სადაც ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფუტურისტულ პროექტად შერაცხილი "ნეომიცაა" განსაზღვრული. თუმცა იმისათვის, რომ ქალაქმა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები მიიღოს აუცილებელია თავადაც გააჩნდეს საფეხბურთო კლუბი და ადგილობრივი სტადიონი. არაბებმა ტურნირამდე ცხრა წლით ადრე აღნიშნულ საკითხზე უკვე იზრუნეს და ჯერ კიდევ აუშენებელ ნეომს ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი გააჩნია, რომელიც საუდის არაბეთის მეორე ლიგას ლიდერობს და მალე საუდი პრო ლიგაშიც ვიხილავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები