მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფერავის ძირითადი ტიპიური მარკერები დადგინდა

BM.GE
24.12.18 09:11
934
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და შპს ღვინის ლაბორატორიის მხარდაჭერით, დადგინდა საფერავის ძირითადი ტიპიური ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (მარკერები). 2018 წლის 19 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (A.S.I.) 49-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საფერავის ძირითადი არომატული და გემური მახასიათებლების (მარკერების) ორგანოლეპტიკური დადგენის საერთაშორისო სესია “Saperavi Grand Tasting”. სესიაში 200 - ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობდა: საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრები, წამყვანი ქართველი ენოლოგები, 63 ქვეყნის ეროვნული სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტები, სხვადასხვა წლების მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო სომელიეები. სესიაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის საუკეთესო საფერავების 70 -ზე მეტი ნიმუში.


 http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61813.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები