საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივა წარმატებით დასრულდა: შემოდგომის ბოლო დღე 30 ნოემბერი, ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც საფერავის საერთაშორისო დღე (International Saperavi Day) და მოხვდა მსოფლიოს ღვინის კალენდარში.
საერთაშორისო აღიარება ორგანიზაციებისგან მოიპოვა:
- საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციამ (Association de la Sommellerie Internationale | ASI) 30 ნოემბერი ჩაწერა, როგორც საფერავის საერთაშორისო დღე.
- აღიარება ასევე მიიღო საერთაშორისო ღვინის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციისგან Wine and Spirit Education Trust (WSET), რომელმაც შესაბამისი ჩანაწერი ოფიციალურ საიტზე განათავსა.
საფერავის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად წელს საქართველოში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
30 ნოემბრის ღონისძიებები (კვირა):
- 12:00 — თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება გამოფენა „მასპინძლობის ფერები“. დასწრება თავისუფალია.
- 14:00 — „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართება ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სესია Saperavi Grand Pairing | Georgian Cuisine. ამავე დროს შედგება ნანა ჯორჯაძის ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“-ს კახეთის პრემიერა.
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია: www.tkt.ge-ზე
1 დეკემბრის ღონისძიებები (ორშაბათი):
20:00 — რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება სპექტაკლის პრემიერა „ღვინის დაბადება“.
- სცენარის ავტორია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, დამდგმელი რეჟისორი — გიორგი სიხარულიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, გიორგი ყიფშიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ლუკა ჩიბუხაია და ანსამბლი „რუსთავი“.
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია: www.tkt.ge-ზე
- 21:00 — „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სესია Saperavi Grand Pairing | International Cuisine.
- ბილეთების შეძენა შესაძლებელია: www.tkt.ge-ზე
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

























