მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია იცოდეს, ვის ემსახურება“ – პაპუნა ლეჟავა

646f075c5e7b2
ელენე კვანჭილაშვილი
24.05.23 23:00
785
როდესაც საფინანსო სერვისს ვიღებთ, თავად საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია, რომ იცოდეს ვისთან აქვს ურთიერთობა, ვის ემსახურება. თუ ეს პირი, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა არის გამტარი – საფინანსო ინსტიტუტმა უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ტრანზაქციის საბოლოო ბენეფიციარი – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკა"–ში განაცხადა.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის განმარტებით, თუ მოქალაქე იღებს ფულს და შემდეგ სხვას გადასცემს, ეს არის საფინანსო ანუ რეგულირებადი სერვისი და ამ სერვისის განხორციელება ლიცენზიის გარეშე არის დანაშაული.

"ანალიტიკა"–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელს, რამდენად შეუძლია დღეს სებ–ს თქვას, რომ ამ ნაწილში სიტუაციას კარგად ფლობს და აკონტროლებს – პაპუნა ლეჟავა პასუხობს, რომ სებ–ი უზრუნველვყოფს იმას, რომ თავად საფინანსო სექტორში იყოს შესაბამისი საკონტროლო სისტემები, რათა ასეთი შემთხვევები არ მოხდეს.

„თუ ან ჩვენ ან თავად ფინანსურ ინსტიტუტს გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მსგავსი შემთხვევა ხდება, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე ჩვენ ასეთი შემთხვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათ ვარეპორტებთ და შემდეგ უკვე თუ ტრანზაქცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უზრუნველყოფენ გამოძიებას“ – განმარტავს პაპუნა ლეჟავა.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის თქმით, ხშირად ხდება, რომ საფინანსო სექტორში გარკვეული საეჭვო ტრანზაქცია იდენტიფიცირდება. „თუმცა, სებ–ს არ გააჩნია საგამოძიებო მანდატი – თუ დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ, ჩვენ საგამოძიებო უწყებებს ვუგზავნით ამ შემთხვევებს,“ – განმარტავს პაპუნა ლეჟავა.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი "ანალიტიკა"–სთან ამბობს, რომ „საქართველოს საფინანსო სექტორში დღემდე არცერთი სანქცირებული პირის მომსახურების ქეისი არ ყოფილა, ხოლო თუ ასეთი მოხდება ეროვნული ბანკს უმკაცრესი რეაგირება ექნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები