მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო სექტორი ხვდება, რომ როცა ასეთ სახელმწიფო წყობაში გიწევს ყოფნა, სებ-ის არაკანონიერ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილო - ნინო ევგენიძე

ნინო ევგენიძე

Economic Policy Research Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ „საქმის კურსში“ 26 ოქტომბრის არჩევნების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეაფასა. მისი მოსაზრებით საქართველოში არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა, რაც უარყოფითი სიგნალია მსოფლიოსთვის.

ნინო ევგენიძის განცხადებით, იმ პირობებში როცა ასევე გაუარესებულია ქვეყანაში საინვესტიციო გარემო, თუ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ შემოვა, მაშინ შემოვა ივანიშვილთან დაკავშირებული შავი ფული, რისი გათეთრებაც ბანკებს მოუწევთ, რაც ავტომატურად კომერციული ბანკების დასანქცირებას გამოიწვევს.

„სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ფინანსურ მდგრადობაზე, ინფლაციის კონტროლზე და ა.შ ყველა ეს ინსტიტუტი ჩართულია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სამსახურში, სხვა შემთხვევაში ის ქმედებები, რაც მათ განახორციელეს, თუნდაც, რეზერვების გაყიდვის ასეთი კატასტროფული მაჩვენებელი, "რუსული კანონის" და "ოფშორების კანონის" მიღება, რომელიც საქართველოს პირდაპირ აქცევს შავი ფულის გათეთრების ჰაბად, ეს ქმედებები ცხადყოფს რომ ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებთ. ასევე გაუარესებულია საინვესტიციო გარემო.

ჩვენ ვართ მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, სადაც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ არის მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რომ გინდოდეს სამართლიანობის მიღწევა და აღდგენა ვერცერთი ინსტიტუტი ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.ჩვენ თუ ვიქნებით იმ სამყაროს ნაწილი სადაც რუსული, შავი ფულის გათეთრება ხდება და თუ დაიწყება პროცესები, რომ ამ ქვეყნიდან გავლენ საკორესპონდენტო ბანკები, ეს ფინანსური სექტორისთვის კატასტროფა იქნება.

საფინანსო სექტორი კარგად აანალიზებს და ხვდება ამას რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასეთ ვითარებაში, სახელმწიფო წყობაში გიწევს ყოფნა, მაშინ უნდა დაემორჩილო ე.წ ეროვნული ბანკის ე.წ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რადგან მათზეც ძალიან დიდი ზეწოლაა. თუ ამ ქვეყანაში აღარ შემოვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შემოვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შავი ფული და ყველა ვარიანტში უნდა გაათეთრონ ამ ბანკებმა ეს ფული, რაც ავტომატურად გამოიწვევს მათ დასანქცირებას და საერთაშორისო საფინანსო სისტემებიდან ჩახსნას, რაც იქნება კოლაფსი და კატასტროფა არა მარტო ბანკებისთვის არამედ მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენ ამ ბანკების მომხმარებლები ვართ.

ეს რისკი იმდენად საშიშია და ხელისუფლება იმხელა რისკის ქვეშ აყენებს თითოეულ ჩვენგანს, რომ მათ ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედ-იღბალი და კეთილდღეობა არ აინტერესებს", - განაცხადა ნინო ევგენიძემ და დასძინა, რომ ქვეყნის მოქალაქეები ძალიან თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ დაკარგული ხმების დაბრუნებაში, რათა წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მდგომარეობას ეკონომიკური გამოსწორება მოკლევადიან პერიოდში არ უწერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები