რუსეთის-უკრაინის ომს გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვა. თავდაპირველად, წამყვანი ამერიკული ინდექსების, S&P 500-ისა და NASDAQ-ის აქციების ფასები შემცირდა, თუმცა კორექცია მალევე დასრულდა და მიმდინარე კვირას ზოგიერთ სექტორში უკვე შეიმჩნევა აღმასვლის ძლიერი ტენდენცია.
გასულ ხუთ დღეში S&P 500-ის ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა, Dow Jones-ის - 1.55%-ით, NASDAQ-ის კი 0.4%-ით გაიზარდა.
მიმდინარე კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ის საცალო ვაჭრობის სექტორი აღმოჩნდა, რომელშიც რამდენიმე კომპანიამ შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა.
უოლ-სტრიტის მოლოდინების გადაჭარბების გამო, სუპერმარკეტებისა და მაღაზიების ქსელის “Kroger”-ის აქციების ფასი 21%-ით გაიზარდა; მიმდინარე კვირა მომგებიანი აღმოჩნდა “Best Buy”-ს აქციების მფლობელთათვისაც, საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიის აქციების ფასი გასულ ხუთ დღეში თითქმის 19%-ით გაიზარდა.
ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ძლიერი შედეგები აჩვენა “Dollar Tree”-ს მაღაზიათა ქსელმაც, მისი ღირებულება 7.3%-ითაა გაზრდილი. 3.3%-ით გაიზარდა ჰიპერმარკეტების უდიდესი ქსელის, “Walmart”-ის აქციების ფასიც.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























