მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-სა და Citadel-ს ტეხასში საფონდო ბირჟის შექმნა სურთ

BlackRock

ტეხასის საფონდო ბირჟის ჯგუფს სურს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს შტატში ახალი საფონდო ბირჟა დაიწყოს, რისთვისაც კომპანიამ საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა და $120 მილიონი მოიზიდა. საინტერესოა, რომ წამოწყებას მხარს უჭერს, როგორც $10.5 ტრილიონის აქტივების მმართველი BlackRock-ი, ასევე აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ჰეჯ-ფონდი, Citadel-ი.

როგორც ტეხასის საფონდო ბირჟის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ჯეიმს ლი ამბობს, ახალი ბირჟა უფრო მოქნილი და აშშ-ის კორპორაციულ კულტურაზე მეტად მორგებული იქნება, ვიდრე ის ბირჟები, რომლებიც ქვეყანაში დღეს არსებობს. ამ მხრივ, გამოსარჩევია რეგულაციები, რომლებიც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ბოლო წლებში მიიღო, მათ შორის კომპანიების ბორდებში მრავალფეროვნების კუთხით, რასაც ბევრი კომპანიის მენეჯმენტის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც The Wall Street Journal-ის მასალაში ვკითხულობთ, ტეხასის საფონდო ბირჟა SEC-ისგან ლიცენზიას მიიღებს. ახალ ამერიკულ ბირჟაზე ვაჭრობა 2025 წელს უნდა დაიწყოს, კომპანიების პირველადი საჯარო განთავსებები კი - 2026 წელს. როგორც საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი ამბობს, ტეხასის ბირჟა, უმეტესწილად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კვადრატში არსებულ კომპანიებზე იქნება ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები