მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟების ვარდნის და გლობალური რეცესიის განვითარების შანსი 98%-ია - Ned Davis Research

6335cb6f86a8a
გიორგი თოლორდავა
29.09.22 23:00
905
რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კვლევითი ორგანიზაცია Ned David Research-ი უაღრესად ნეგატიურ პროგნოზს ავრცელებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წლისთვის გლობალური რეცესიის განვითარების შანსი 98.1%-ია, რაზეც ეკონომიკური მოდელები და კომპიუტერული სიმულაცია მიუთითებს.

მკვლევრების განმარტებით, რეცესიის განვითარების ასეთი მაღალი რისკი Ned Davis-ის სიმულაციაში 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და 2020 წლის პანდემიის დროს დაფიქსირდა - ორივე შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი პროგნოზი გამართლდა.

„ჩვენი ინდიკატორები და ალგორითმები იმაზე მიუთითებს, რომ 2023 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მწვავე რეცესიის განვითარების რისკები მკვეთრად იზრდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

რეცესიის განვითარების მიზეზად ექსპერტები რეკორდულად გაზრდილ ინფლაციას, ენერგორესურსების მკვეთრ გაძვირებასა და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებენ.

ეკონომიკის მოცულობის შემცირების გარდა, ანალიტიკოსები გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენციის გაგრძელებასა და კომპანიების აქციების კიდევ უფრო მეტად შემცირებას პროგნოზირებენ, რაც, თავის მხრივ, გაუარესებული ფინანსური შედეგებით იქნება განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი რეცესიის განვითარებას არ პროგნოზირებენ. ჯერომ პაუელის განცხადებით, აშშ-ში სამუშაო ადგილები სტაბილურად იქმნება, ბიზნესი ვითარდება, კომპანიების შემოსავლები კი ისევ ნორმალურ ნიშნულზეა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მხოლოდ მშპ-ის ნომინალური მაჩვენებლის შემცირება არ იქნება გარდაუვალი რეცესიის მომასწავებელი.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები