საფრანგეთი ავიამზიდ „შარლ დე გოლს“ და მის საზღვაო დამრტყმელ ჯგუფს ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაისვრის. გადაწყვეტილება ოფიციალურმა პარიზმა ახლო ამოსავლეთის რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ვითარების შესაფასებლად ელისეს სასახლეში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საბჭოს მიმართა და აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შედეგად გამოწვეულ უპრეცედენტო ესკალაციას.
„არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საამიროების ბაზის მიმდებარედ, ჩვენს ანგარს აბუ-დაბის პორტზე გამიზნული დრონით დაარტყეს. ზიანი მცირე და წმინდად მატერიალურია. დაშავებულები არ არიან, თუმცა ყველაზე მეტად თავად საამიროები დაზარალდა“, - თქვა მაკრონმა
შეგახსენებთ, შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რასაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და სხვა მაღალჩინოსნების სიცოცხლე ემსხვერპლა. თეირანმა საპასუხო დარტყმები ისრაელის, აშშ-ის აქტივებისა და ყურის რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელა. საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა ირანულმა დრონმა აბუ-დაბიში, ალ-სალამის საზღვაო ბაზაზე მდებარე საწყობს დაარტყა.
























