მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი EU-ში ბიუჯეტურ ფრენებზე ფასების გაზრდის ინიციატივით გამოდის

ბიუჯეტური ფრენა

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი, კლიმენტ ბონი, ევროკავშირის ქვეყნებში ფრენის ბილეთებზე მინიმალური ფასის პოლიტიკის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ცვლილება ნახშირბადის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ბონის თქმით, თვითმფრინავის €10-იანი ბილეთები უკვე აღარ არის რეალისტური და ბიუჯეტური ფრენები პლანეტის კლიმატის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ არის. 

თუმცა არის თუ არა უფრო ძვირად ღირებული ფასები გამოსავალი სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად? 

“მატარებლები ევროპისთვის” კამპანიის დამფუძნებელი ჯონ ვორსი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ავიახაზებს გარემოს დაცვისთვის ხარჯებს გააღებინებს, მისაღებია. თუმცა მთავარი პრობლემა არა ბიუჯეტური ფრენები, არამედ ის ადამიანები არიან, ვინც მოკლე მანძილზეც კი ხშირად დაფრინავენ.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ჯგუფის “Possible” მიერ კვლევა ადასტურებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 2% ქვეყანაში განხორციელებული ყველა ფრენის ნახევარს ესწრება. ბრიტანეთის მოსახლეობის 15% კი - ფრენების 70%-ს. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, საშუალოდ, მატარებლით მგზავრობის ღირებულება გაცილებით აღემატება თვითმფრინავის ბილეთების ფასს. Greenpace-ის ცნობით 112 ყველაზე მნიშვნელოვან მარშრუტზე მხოლოდ 12 სარკინიგზო ხაზია, რომელიც, სანდოობასთან ერთად, ფრენებზე იაფია.

ამ წლის მაისში საფრანგეთმა შიდა ფრენების ნაწილი გააუქმა. აკრძალვა შეეხო ყველა მარშრუტს, რომელიც მატარებლით 2.5 საათზე ნაკლებ დროში შეიძლებოდა დაფარულიყო. თუმცა კლიმატის აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა საფრანგეთის ხელისუფლება გააკრიტიკეს, რადგან რამდენიმე ფრენის გაუქმება საავიაციო ნახშირბადის ემისიების შემცირებაზე საკმარისს გავლენას ვერ მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები