მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის კატასტროფის მართვის ხელშემწყობ პროექტს იწყებს

FDA

ფრანგული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, რომ საფრანგეთი დაუცველი და განვითარებადი ქვეყნებისთვის კატასტროფების მართვის ხელშეწყობის პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, კლიმატური კრიზისის პერიოდში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების შესამსუბუქებლად საფრანგეთი სპეციალურ სასესხო კატეგორიას ქმნის.

“კლიმატის აღმდგენი სესხი” განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს, თავიანთ ვალზე გადასახადები დროებით შეაჩერონ და მიღებული სახსრები კატასტროფით მიღებული შედეგების გამოსასწორებლად მალევე გამოიყენონ, ნაცვლად ფინანსების სხვა წყაროებიდან მიღების ლოდინისა.

სააგენტომ 2021 წელს სესხის სახით 12.2 მილიარდი ევრო უკვე გასცა განვითარებადი ქვეყნების პროექტებისთვის. იგივე იგეგმება ახალი წამოწყების ფარგლებშიც და სახსრებს, სხვა დიდ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, მსოფლიო ბანკიც გამოყოფს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის სამიტზე განაცხადა, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც სესხის პირობებში კლიმატის აღდგენის პუნქტს შეიტანს.

Reuters-ის ინფორმაციით, პროექტი კლიმატური კატასტროფების მიმართ ყველაზე მოწყვლად 26 ქვეყანაზე გავრცელდება და ძალაში 2024 წლიდან შევა. მსოფლიო ბანკი კი გეგმავს, რომ ქვეყანათა რიცხვი 45-მდე გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები