მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს შეზღუდვებს უხსნის

პაველ დუროვი
BM. GE
17.11.25 21:15
236

საფრანგეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს სამოგზაურო შეზღუდვები მოუხსნა. მას აღარ მოუწევს რეგულარულად ნიცაში არსებულ პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დუროვმა სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

სამოგზაურო შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. დუროვის შექმნილ Telegram-ს აკრძალული კონტენტის განთავსებაში ედება ბრალი. ამჟამად, საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით მას არ მოუწევს ფრანგი სამართალდამცველებისგან ნებართვის მოთხოვნა და მათი შეტყობინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები