მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი უკრაინას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე €195 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ზელენსკი

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. რომ ამის შესახებ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთი ამ დახმარებას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების ხარჯზე გადაიხდის.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC მსუბუქი ტანკებისა და VAB ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას.

ასევე, საფრანგეთი გეგმავს გაზარდო სამხედრო ტექნიკის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ისე საკუთარი სამხედროების უზრუნველსაყოფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები