მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, მამადუ სახო ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

მამადუ სახო ქუთაისის ტორპედოში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ქუთაისელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას კომენტატორმა დავით მინაშვილმა, კლუბის ხელმძღვანელების ნებართვით, მაყურებელს “ტორპედოს” უახლესი ტრანსფერის შესახებ ამცნო, რომლის მიხედვითაც სულ მალე გუნდის რიგებში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, მამადუ სახო ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირადი დეტალები უკვე შეთანხმებულია, მოთამაშის წარმომადგენლები ამ დრომდე საქართველოში იმყოფებიან და ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ფრანგი “პსჟ-ში”, “ლივერპულში”, “კრისტალ პალასსა” და უკანასკნელად “მონპელიეში” ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და ნოემბრის შემდეგ უკლუბოდ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” ზაფხულში ევროთასებზე იასპარეზებს, კერძოდ უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბი განუთესავი იქნება და მატჩებს 11 და 18 ივლისს გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები