საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება შესაძლოა დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ 23 დეკემბერს მოხდება.
ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ვაქცინას პირველ ეტაპზე ხანდაზმული ადამიანები მიიღებენ.
საფრანგეთს ვაქცინის 200 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, საფრანგეთი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 1 160 000 დოზას დეკემბრის ბოლოსთვის, ხოლო დამატებით 667 000 დოზას იანვრის დასაწყისისთვის მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მოსახლეობისთვის ვაქცინის კიდევ 1.6 მილიონი დოზა თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.




























