მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის საელჩო ADP-ის წევრ TAV-ისთვის თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება გახანგრძლივებას ეხმაურება

აეროპორტი

საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ADP ჯგუფი უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაში. მათივე ცნობით, შეთანხმება ასევე ასახავს ფრანგული კომპანიების გრძელვადიან ერთგულებას საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და ქვეყნის ევროპულ სივრცესთან დაახლოების პროცესს.

"15 იანვარს, Aéroports de Paris (ADP)-ისა და ADP ჯგუფის წევრ TAV Airports-ის კონცესიის ხელშეკრულების 2031 წლამდე ხელმოწერა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შეთანხმების გაფორმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და ADP-ის გენერალური დირექტორის ფილიპ პასკალის თანდასწრებით შედგა. ეს ამბიციური შეთანხმება ითვალისწინებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის. აღნიშნული პროცესი ტერმინალის გამტარუნარიანობას 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის.

20 წელია, რაც საქართველოში ოპერირებით, ADP ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და საერთაშორისო დონეზე მისი მნიშვნელობის ზრდას. ეს შეთანხმება ასახავს ფრანგული კომპანიების ერთგულებას ქართველ ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ, რომელიც საქართველოს მეტად აახლოებს ევროპასთან!", - წერს საელჩო.

ცნობისთვის, მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით, 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ხელშეკრულების ფარგლებში აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები