მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საფ
BM. GE
17.10.23 20:53
115

საფრანგეთის საელჩო საქართველოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა (2023 წლის 17 ოქტომბერი) საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.

ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან", - წერია განცხადებაში.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები