მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ჟურნალისტები ოლიმპიადიდან გაათავისუფლა

რუსი ჟურნალისტების ბანი ოლიმპიადაზე

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას ოთხ რუს ჟურნალისტს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაცია ჩამოართვა. ისინი საინფორმაციო სააგენტო Tass-ისთვის მუშაობდნენ.

ოლიმპიადის კომიტეტის განმარტებით ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად უსაფრთხოების კონტროლი უნდა გაიარონ. ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შემოწმებას დიდი დრო დასჭირდა, ხოლო ვინც ვერ გაიარა უსაფრთხოების კონტროლი მათ აკრედიტაციები ჩამოერთვათ.

რუსი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და მწერლები პარიზში გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ, რის შემდეგაც მოხდა მათი უსაფრთხოების მიზნით შემოწმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კომენტარი გააკეთა მარია ზახაროვამ, რომელმაც ქვეყნის ჟურნალისტებს მიმართა: “არაუშავს, ახლა აღარც ვირთხები დაგკბენენ და ვეღარც მდინარე სენადან აიკიდებთ დაავადებებს”.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის გამო, სულ 15 რუსი სპორტსმენი მონაწილეობს. ისინი ნეიტრალური სტატუსით არიან წარმოდგენილები, ყველანაირი, დროშის, გერბისა თუ ჰიმნის გარეშე. ნეიტრალური სტატუსითაც კი არ დაიშვნენ ის რუსი სპორტსმენები, რომლებსაც რუსულ არმიასთან ჰქონდათ შეხება და მხარს უჭერდნენ უკრაინის ანექსიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები