მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

სარკოზი

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსებისთვის ლიბიის ყოფილ დიქტატორთან, მუამარ კადაფისთან თანამშრომლობა და მისგან უკანონოდ დაფინანსების მიღება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სარკოზი სამ სხვა ბრალდებაში გაამართლა, მათ შორის: კორუფციაში, უკანონო კამპანიის დაფინანსებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისების დაფარვაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზი დამნაშავე იყო კრიმინალურ შეთქმულებაში, რომელიც დიპლომატიური დახმარებების სანაცვლოდ, დაფინანსებას დიქტატორისგან იღებდა.

თავად სარკოზი, რომელიც პროცესს ესწრებოდა, ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები