მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mistral-ის ახალმა AI მოდელმა ჩინურ სისტემებს კიბერუსაფრთხოებაში გადაუსწრო

Mistral AI

ფრანგული სტარტაპის, Mistral-ის უახლესმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩინურ კონკურენტებს გადაუსწრო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ მენშმა ეს სიახლე აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა და ახალი პროდუქტის ოფიციალური პრეზენტაციაც დააანონსა.

მენშის განცხადებით, ეს შედეგი უარყოფს იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ევროპას გლობალურ ბაზარზე კონკურენცია არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელს კონკრეტული ჩინური სისტემები და შეფასების კრიტერიუმები გამოსვლისას არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ Mistral-მა მათ შესაძლებლობებს სრულად გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, ფრანგული Mistral-ი კონკურენტებისგან განსხვავებით თავის დამკვიდრებას შედარებით უსაფრთხო ევროპული ალტერნატივის სტატუსით ცდილობს. ის მასშტაბებით ამერიკულ გიგანტებს, OpenAI-სა და Anthropic-ს საგრძნობლად ჩამორჩება. თუმცა სამი წლის წინ დაფუძნებული Mistral-ი ევროპაში ხელოვნური ინტელექტის სექტორის მთავარ მოთამაშედ მაინც მიიჩნევა. სექტემბერში გამართული საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში სტარტაპმა €3 მილიარდი ($3.3 მლრდ.) მოიზიდა, ბოლო მოდელი კი ბაზარზე აპრილში გამოუშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები