მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პუტინთან საუბრისას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს

622cae2faaaa7
BM.GE
12.03.22 18:21
2609
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დღეს 75 წუთიანი საუბრისას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

როგორც CNN გერმანიის მთავრობის სპიკერ შტეფან ჰებესტრეიტზე დაყრდნობით წერს, მაკრონმა და შოლცმა პუტინს ასევე კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის თხოვნით მიმართეს.

მისი თქმით, საუბარი უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მოლაპარაკების დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნონ.

სპიკერის თქმით, პუტინთან ზარის დაწყებამდე შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა „ამჟამინდელი სიტუაციის შეფასების შესახებ“ და „ისინი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები