დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ნორთვუდის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან აქამდე ამ ორ ქვეყანას ატომური შეიარაღების შესახებ შეთანხმება დამოუკიდებლად არასდროს გაუფორმებია. დოკუმენტის თანახმად, ფრანგული და ბრიტანული მხარეები ბირთვული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ და გარე საფრთხეებს ერთობლივად უპასუხებენ.
ორ ქვეყანას შორის მსგავსი დოკუმენტის გაფორმება შეერთებული შტატების მიერ ევროპიდან ფოკუსის გადატანასა და უსაფრთხოების გაზრდილ რისკებთან არის დაკავშირებული.
ცნობისთვის, საფრანგეთი და ბრიტანეთი ერთობლივად 600-მდე ატომურ ბომბს ფლობენ. მართალია, დოკუმენტი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს, თუმცა საკუთარი ატომური შეიარაღების კონტროლის უფლებას ორივე ქვეყანა ძველებურად შეინარჩუნებს.




























