საფრანგეთმა ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან იქნება, საფრანგეთში შესვლისთვის დასჭირდება არაუმეტეს 48 საათით ადრე ჩატარებული კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ აქვს მნიშვნელობა აცრილი იქნება თუ არა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში კოვიდინფიცირების დღიური შემთხვევები 45 000-ს სცდება. Euronews-ის ცნობით, ეპიდვითარების დასტაბილურების მიზნით, 15 იანვრიდან ყველა ზრდასრულს აცრიდან სულ მცირე 7 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება დასჭირდება.
ცნობისთვის, ამჟამად საფრანგეთის მოსახლეობის 76.8% ორი დოზით აცრილია.