მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა Telegram-ზე რუმინელთა წვდომის შეზღუდვა მოითხოვა - რას ამბობს დუროვი

პაველ დუროვი

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს უფროსთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ნიკოლას ლერნერმა Telegram-ის დამფუძნებლისგან პლატფორმაზე რუმინელი კონსერვატების დაბლოკვა და მათი ხმის ჩახშობა მოითხოვა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაზეც დუროვმა უარი განაცხადა.

რუსი წარმოშობის დუროვი ამჟამად საფრანგეთის სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშაა. იგი პარიზის სასტუმროში რჩება, ვიდრე სასამართლო Telegram-ის საშუალებით ორგანიზებულ დანაშაულებს იძიებს. დუროვის თქმით, სწორედ აქ მიაკითხა მას ლერნერმა.

"ამ გაზაფხულზე სასტუმრო Hôtel de Crillon-ში საფრანგეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ლერნერმა მთხოვა, დამებლოკა კონსერვატიული ხმები რუმინეთში. მე უარი ვთქვი. პროტესტანტები რუსეთში, ბელარუსსა და ირანში არ დაგვიბლოკავს, ამას არც ევროპაში დავიწყებთ", - დაწერა დუროვმა X-ზე.

საფრანგეთის დაზვერვამ ოფიციალურ პასუხში განაცხადა, რომ დაზვერვის წარმომადგენლები დუროვს წლების განმავლობაში არაერთხელ შეხვდნენ, რათა "მკაცრად შეეხსენებინათ მისთვის თავისი კომპანიისა და პერსონალურად მისი პასუხისმგებლობის შესახებ, ტერორისტული და ბავშვთა პორნოგრაფიის რისკების პრევენციისთვის". მათივე თქმით, დაზვერვა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას ელექტორულ პროცესში ჩართული ანგარიშების დაბლოკვის მოთხოვნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები