მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მოკლე მანძილზე შიდა ფრენები აიკრძალა

646dff0def58d
სალომე ხიდურელი
24.05.23 16:18
5517
საფრანგეთში, ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზნით, 23 მაისიდან მოკლემარშრუტიანი შიდა ფრენების აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი მგზავრობა, რომელიც მატარებლით 2 საათნახევარს არ აღემატება, თვითმფრინავით აღარ შესრულდება.

Euronews-ის ცნობით, საფრანგეთი ასევე ქვეყანაში კერძო თვითმფრინავების მიმოსვლა შემცირებას ცდილობს. ქვეყანა ტრანსპორტის მინისტრი კლემენტ ბონი აცხადებს, რომ ხელისუფლება კერძო თვითმფრინავების გამოყენებისას მდიდრების მიმრთ ტოლერანტული ვეღარ იქნება, მაშინ როდესაც საზოგადოება დანახარჯების შემცირებას და ენერგო კრიზისთან და კლიმატურ ცვლელებებთან გამკლავებას ცდილობს.

ახალი კანონი უფრო მეტად პარიზის აეროპორტიდან საფრანგეთის რეგიონულ კერებამდე ფრენებს შეეხება, როგორებიცაა ნანტე, ლიონი და ბორდო. კრიტიკოსების შეფასებით, აკრძალვაში არ მოხვდა მოგზაურობა პარიზიდან მარსელამდე, როცა ჩქაროსანული მატარებლით ამ მანძილის დაფარვა სამ საათშია შესაძლებელი.

ახალი კანონი განსაზღვრავს, რომ მატარებლის რეისები ხშირი და დროული განსაკუთრებით იმ მარშრუტებზე უნდა იყოს, რომლებისთვისაც მგზავრები ყველაზე ხშირად დაფრინავენ, ასევე, სარკინიგზო კომპანიებმა გაზრდილ მოთხოვნასა და მაღალ დატვირთვასაც უნდა გაუძლონ.

აღსანიშნია, რომ მოკლე მანძილზე ფრენების აკრძალვის კანონპროექტი საფრანგეთში 2021 წლის მოქალაქეთა კონვენციაზე გაჩნდა. აკრძალვის მთავარი მიზანი ქვეყნის ნახშირბადის ემისიების შემცირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები