მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში საპენსიო რეფორმას ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს

640cad0c1c935
BM.GE
11.03.23 19:50
910
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას უკვე მეშვიდე დღეა აპროტესტებენ, პარალელურად გრძელდება გაფიფცვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაფიცულთა შორის არიან საჯარო მოხელეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილი რეფომის თანახმად, მინიმალური საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე გაიზრდება.

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებში გასული კვირის განმავლობაში უკვე 1.28 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება მაკრონის მიერ დაანონსებულ რეფორმას, ამასთან გაფიცულებს მხარდაჭერას ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი უცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები