მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე თითქმის 8,000 ადამიანი დააკავეს

პროტესტი საფრანგეთში

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 7,950 პირი დააკავეს.

ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაკავებულთა 85%-ს არასრულწლოვნები შეადგენდნენ. პოლიციამ სულ 6,773 მოზარდი და 1,177 სრულწლოვანი აიყვანა, საიდანაც სასამართლომ 26 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საყურადღებოა, რომ მასშტაბურ დემონსტრაციებზე უამრავი ადამიანიც დაშავდა. სენატში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ განაცხადა, რომ აქციების დაწყებიდან დღემდე 937 პოლიციელი დაშავდა. მთავრობის მეთაურის ცნობით, ფიზიკური დაზიანება 248-მა მოსწავლემაც მიიღო. ასევე დაშავდა ეროვნული განათლების სამინისტროს 149 თანამშრომელი.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მოქალაქეთა პროტესტი სასწავლო კლასებში მოსაწვლეთათვის ადგილების სიმწირემ, მასწავლებელთა დეფიციტმა და არახელსაყრელმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები